სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/_DSC0132.JPG

30 იანვრიდან ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სერია იწყება

ინტელექტუალური თამაშის მოყვარულთათვის!

ხარაგაულში „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის ორგანიზებით 30 იანვრიდან ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ზამთრის სერია იწყება.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა 26 იანვრამდე ექვსკაციანი გუნდის განაცხადი „კულტურისა და ხელოვნებიოს ცენტრში“ უნდა წარადგინონ. თამაშში მონაწილეობის მიღება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

თითოეული გუნდი  ექვსი მოაზროვნით დაკომპლექტდება.

სეზონზე დარეგისტრირებული გუნდის წევრები პარალელურად ხდებიან სეზონის კლუბის წევრები და აქვთ გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ:

თითოეული გუნდის ფორმა იქნება მკაცრად განსაზღვრული,  თეთრი პერანგი და პეპელა ჰალსტუხი („ბაბოჩკა“);

სეზონის ყველა შეჯიბრზე სავალდებულოა აღნიშნული ფორმით გამოცხადდნენ როგორც მონაწილეები, ასევე კლუბის წევრები;

თითოეული გუნდი ითამაშებს მრგვალ მაგიდასთან ექვს მომგებიან ქულამდე;

თითოეული კითხვის პასუხისათვის გუნდს მოსაფიქრებლად ექნება ერთი წუთი;

გუნდს შეუძლია მოითხოვოს ვადამდელი პასუხი, შესაბამისად დაზოგოს ერთი წუთი და ეს წუთი დაუმატოს ნებისმიერ მომდევნო შეკითხვის დროს;

სეზონის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ითამაშებს სეზონის ფინალს;

იმოქმედებს გადამწყვეტი რაუნდის პრინციპი იმ შემთხვევაში, თუ გუნდი იგებს, თუმცა ანგარიში არ არის საკმარისი ფინალში გასასვლელად;

ორი ერთნაირი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს მოთამაშე გუნდს;

გუნდს, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს აგებს, ექნება ერთი დახმარება კლუბის წევრებისაგან. დახმარებისათვის განკუთვნილი დრო განისაზღვრება 20 წამით;

მოთამაშე გუნდის წევრები, ასევე, კლუბის წევრები ყველა თამაშის ბოლოს ასახელებენ დღის მოაზროვნეს, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით;

შეჯიბრში იქნება სუპერ-ბლიცი, რომელსაც ითამაშებს გუნდის ერთი მონაწილე, რომელსაც დაასახელებს მოაზროვნე გუნდის კაპიტანი. მაგადასთან მარტო დარჩენილი მონაწილე ერთ წუთში უპასუხებს სამ შეკითხვას. ( 20 წამი ერთ შეკითხვას);

კონკურსს ეყოლება წამყვანი და სარედაქციო კოლეგია;

პასუხის სისწორეზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის წამყვანი;

კონკურსის წამყვანთან კამათი შეჯიბრის მსვლელობის დროს დაუშვებელია;

სეზონის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით და და ფასიანი საჩუქრით. ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე, რომელსაც გადაეცემა „ბროლის ბუ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 715 - ჯერ