სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/xf.jpg

იზა ვეფხვაძე - თეატრი ჩემი ცხოვრების სტიმული და აღმაფრენაა!

იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი

„თეატრი ჩემთვის სათქმელის ადამიანებამდე მიტანის საუკეთესო საშუალებაა, იგი ჩემი ცხოვრების სტიმული და აღმაფრენაა.

ლიტერატურული თეატრი 27 წლისაა, დადგმული მაქვს 67 ლიტერატურული წარმოდგენა.

თეატრის მიზანია დიდებული ქართველების და  მათი ღვაწლის წარმოჩენა, მათი ცხოვრების  ემოციური მომენტების მიტანა მაყურებლამდე, ღირსეული ადამიანების ღვაწლის დაფასება, ქართული მწერლობის, ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის პოპულარიზაცია, მომავალ თაობებში ეროვნული მუხტის გაღვიძება.“

ხარაგაულის მერია ულოცავს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს ქართული თეატრის დღეს!

ნანახია: 622 - ჯერ