სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/482293540694227.jpg

ხარაგაულის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ხარაგაულის მერიამ დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.

 სხდომას ესწრებოდა მერი, კობა ლურსმანაშვილი,  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, 2022 წელი წარმატებული გახლდათ ხარაგაულისთვის.

2023 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება და კულტურის  სფერო.

 გაზრდილია თანხები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი პროგრესია წინა წლებთან შედარებით.

კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა აღვნიშნო, რომ მერმა და მერიის სამსახურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს. სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება ჰქონდა ყველა სამსახურს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და  საკრებულოს წარმომადგენელს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანამშრომლობისთვის."

საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტი დადებითად შეაფასა.

   ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე https://bit.ly/3hEuQAi

 

 

ნანახია: 783 - ჯერ