სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xar.jpg

ხარაგაულში პირველად, 3 დეკემბერს, ხარაგაულობა აღინიშნება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, ასევე, ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი.

ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა.

13:30 – 14:00 საათი -  რეაბილიტირებული ,,დევების ქანდაკებებისადა მიმდებარე სკვერის გახსნა. კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია

14:00 - შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები (ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა)

 თეატრალიზებული პერფომანსი საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები.

წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,,ძველი ხარაგაული“. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები, ბუკლეტები და გზამკვლევები.

15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი.

ნანახია: 675 - ჯერ