სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhf.JPG

ხარაგაულის მერმა ოფიციალური ვიზიტით უცხოელი ინვესტორი მიიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ოფიციალური ვიზიტით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბიზნეს ცენტრი ,,consider consultancy” –ის აღმასრულებელ დირექტორი, ჰარჩი კალსაჰაკიანი მიიღო.

ბატონი ჰარჩი ხარაგაულს ბერძნული სათვისტომოს ,,წმინდა გიორგის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან მაია კარიმპიდთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის შესწავლა გახლდათ.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სტუმრებს მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან, მერის თანაშემწეებთან იუზა კელენჯერიძესთან , ჟანა ნემსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან , ამირან ოქრომჭედლიძესთან ერთად შეხვდა.

სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ხარაგაულს ტურიზმის განვითარების კუთხით აქვს, დაათვალიერეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, უბისის მონასტერი, სააქციო საზოგადოება ,,იმერის“ დაბის ღვინის ქარხნის სპირტსაცავი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

ნანახია: 154 - ჯერ