სამედიცინო აქცია ქრონიკულ დაავადებათა საგანმანათლებლო ასოციაციის, საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის, თრომბოზის და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
აქციის ფარგლებში მოსახლეობა უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, რაც ექიმის კონსულტაციასა და ლაბორატორიული კვლევებს გულისხმობს.
მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევებს თრომბოზისა და ჰემოსტაზის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის “მომავლის” ექიმები ჩაატარებენ.
აქცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 11:00 სთ-ზე დაიწყება და 18:00 სთ-ზე დასრულდება.
პაციენტებმა უფასო სამედიცინო კვლევებისთვის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ასევე კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა იყვნენ უზმოდ.
სამედიცინო მომსახურება ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, მეან-გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ჰემოსტაზიოლოგის კონსულტაციას მოიცავს.
პაციენტებს ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:
ასევე, პაციენტის სურვილის მიხედვით და ექიმის დანიშნულებით, ფასდაკლებით ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები:
თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში • ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის განსაზღვრა - FSH
მალუთეინიზებელი ჰორმონის განსაზღვრა - LH