სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/308822253_617072213456279_883536428797670484_n.jpg

,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - თეატრი ,,მოდინახე“ ხარაგაულს ცნობილი სპექტაკლით ეწვევა

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, 8 ნოემბერს, 17 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდინახე“ სპექტაკლს გამართავს.

სპექტაკლი ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა.

რეჟისურა და სცენოგრაფია - ნუგზარ ბუცხრიკიძე.

მონაწილეობენ:

კოკა - გიორგი ჭანტურია

მარიამ პატაშური, ქეთევან სირბილაძე, სალომე ამირიძე, ნატალია გურგენიძე,ნინო ბუცხრიკიძე,ნანი და ლიკა ბარათაშვილები, გიორგი ანთიძე ოთარ დვალიშვილი, სერგო შავდათუაშვილი და მთელი დასი.

 

სპექტაკლის ბილეთის ფასი 5 ლარია. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

ბილეთების გაყიდვა კინოთეატრის სალაროში 2 ნოემბრიდან დაიწყება.

დასაჯავშნად დარეკეთ, ტელ: 577 38 37 06

 

 

ნანახია: 669 - ჯერ