სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_89.jpg

„სულიკო 2022“ -ზე პირველი ადგილი „ხარაგაულის ხმებმა“ მოიპოვა

22 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალი - ,,სულიკო 2022" გაიმართა. ფესტივანლში იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ხარაგაულიდან კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ხარაგაულის ხმები" (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და ფოლკლორული ანსამბლი "ოდილა" მონაწილეობდნენ.

ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი ,,ხარაგაულის ხმები“ გახდა. ანსამბლმა ფულადი პრიზი, ლიეტუვას დელეგაციის სპეციალური პრიზი და მიწვევა მიიღო.

ვარინკა წერეთლის საპატიო პრიზი ანსამბლ „ოდილას” ერგო.

ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა ,,ზესტაფონმა” მოიპოვა.

ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა.

ნანახია: 358 - ჯერ