ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის ფინალური თამაში დასრულდა.
ინტელექტუალური თამაშების შემოდგომის სერიის, პირველი ბროლის ბუს მფლობელი, გივი კურტანიძის ექვსეულის წარმომადგენელი, თამარ ფცქიალაძე გახდა.
გამარჯვებულ გუნდს, მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერია 500 ლარს გადასცემს, ინტელექტუალური თამაშების მხარდამჭერი, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 100 ლიტრ საწვავს, ხოლო ფოტო -სალონი ხარაგაულში სიმბოლურ, სახელობით ჭიქებს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში ხარაგაულში ყოველ ორშაბათს, იმართებოდა.
გასულ თამაშებში:
„რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში 4:6 დაასრულა.
შემოდგომის სერიის თამაშების დღის მოაზროვნეებად დასახელდნენ: მარინა ხვედელიძე, დავით ჩადუნელი და დიმიტრი მაღრაძე.
,,რა? სად? როდის?" კვლავ გაგრძელდება, ამჯერად ინტელექტუალურ თამაშებში საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.