სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png

საკრებულოს მორიგი სხდომა 7 ნომბერს გაიმართება

7 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ :
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
მომხს: ზაზა კაციტაძე
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სიფელ ხიდარში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ვლადიმერ გელაშვილი

6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი

განკარგვის წესით, სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

ნანახია: 720 - ჯერ