საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდა.
პროექტის მიზანია, ასოციაციის წევრმა ბიბლიოთეკებმა, ყოველწლიურად შეძლონ წიგნადი ფონდების შევსება გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას 900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომლითაც ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მასში შემავალი განყოფილებების წიგნადი ფონდი განახლდება.
,, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე გამომცემლობა, 900 ლარის ფარგლებში შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ჩვენს მიერ არჩეული წიგნები ფოსტით გამოგვიგზავნეს. წიგნები უკვე დამუშავებულია და გადაეცემა როგორც ცენტრალურ, ასევე მასში შემავალ განყოფილებებს. დღეს ახალი წიგნები გადავეცით პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკას. იმედი მაქვს,რომ ეს ქველმოქმედება კვლავ გაგრძელდება.“-ამბობს საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი.