10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.
წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა.
თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა.
მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.
ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა.
დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.
შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.
კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე [inteleqtxaragauli@gmail.com]
მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.
ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.