სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0023.JPG

ლეღვანში, ახალგაზრდული კარვების ბანაკის მეორე ნაკადი გაემგზავრა.

ახალგაზრდები სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამი დღით დაბანაკდებიან.

დღესვე, ბანაკი, პირველი ნაკადის ბავშვებს დაემშვიდობა.

 კარვების ბანაკი ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით ეწყობა.

გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში სწრაფი ტესტი გაუკეთდათ.

 ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით,ბანაკში ყოველი დღე დატვირთულია სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით. ასევე დაცულია უსაფრთხოების წესები.

ნანახია: 316 - ჯერ