სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/299097626_5344179078952657_4880577353386832901_n.jpg

ხარაგაულში „ქუჩის კალათბურთის“ პირველი ეტაპი-16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის  დასრულდა

 
 ფინალურ თამაშში ერთმანეთს „ახალი სკოლისა“ და „ფარცხნალის“ გუნდები შეხვდნენ.
 „ქუჩის კალათბურთის“ ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული „ფარცხნალი“ გახდა.
 ჩემპიონატს  ხარგაულელი კალათბურთის მწვრთნელის, გოჩა ბუაჩიძის სახელი მიენიჭა.
თამაშებში სულ რვა გუნდი მონაწილეობდა:  ,,ფარცხნალი“ , „ახალი სკოლა“,  ,,ღომეეთი JR” , „ძველი სკოლა“, ,, ჩიტი-გვრიტი“, „პაწია ხარაგაული“,  „უსახელო“ და  „ორბი“  მონაწილეობდნენ.  „ქუჩის კალათბურთის“ ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“,  რომლებიც მსგავს სპორტულ ტურნირებს ხარაგაულში 2011 წლიდან ატარებს.
 ჩემპიონატის მხარდამჭერია  ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
 უფროსი ასაკის კალათბურთელების ჩემპიონატი 12 აგვისტოს დაიწყება
ნანახია: 452 - ჯერ