ხარაგაულის კინოთეატრში ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე პოეტი, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდა.
საღამოზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა , იზა ვეფხვაძემ, პოეტის ცხოვრების გზასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
ლიტერატურ კომპოზიციას თან ახლდა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომელიც ,,ხარაგაულის კვარტეტი"-ს მიერ შესრულდა.
ღონისძიების დასასრულს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ტარიელ ხარხელაურს მიესალმა და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე
,, მოგესალმებით, როგორც ღირსეულ შემოქმედს. მიიღეთ ჩვენგან დიდი პატივისცემა და სიყვარული.
მინდა გადმოგცეთ მოკითხვა და პატივისცემა ხარაგაულის მერის , ბატონ კობა ლურსმანაშვილის სახელით, დღეს იგი ობიექტური მიზეზების გამო აქ ვერ იმყოფება. ჩვენ კარგად ვიცით თქვენი მეგობრობის და ურთიერთობის შესახებ და გვინდა ყოველთვის იცოდეთ , რომ ხარაგაული თქვენი ღირსეული მასპინძელი იქნება.“
საღამოზე პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა , დამსწრე საზოგადოების თხოვნით, საკუთარი ლექსები წაიკითხა.
ტარიელ ხარხელაური:
,,ძალიან ხშირად უკითხავთ ჩემთვის თავიდან რომ დაიწყო სიცოცხლე , თუ შეცვლიდი რამესო, დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს არ შევცლიდი. სწორედ ამ ტკივილიანმა გზამ მომიყვანა თქვენამდე და ასეთი სიყვარულის ღირსი გამხადა , სხვანაირად მე თქვენამდე ვერ მოვაღწევდი. ყოველი ახალი შეხვედრა მკითხველთან, არის სამკურნალო წამალი, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემს მკითხველს , თქვენმა სიყვარულმა შეაძლებინა ტარიელ ხარხელაურს , რომ პოეზიაში დარჩენილიყო. მადლობა ხარაგაულს სიყვარულისთვის.“
პოეტი ხარაგაულს მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.