საზეიმო დახურვაზე ნაჩვენები იქნება ფილმი ,,რწყილი და ჭიანჭველა“, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო.
ასევე წარმოდგენილი იქნება თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“.
საზეიმო დახურვაზე ხარაგაულს ესტუმრება, მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე.
,, საზეიმო დახურვაზე გვესტუმრება ნუგზარ ერგემლიძე. ვფიქრობ, საინტერესო საღამო გვექნება. შესრულდება სიმღერები და ამით დავასრულებთ და შევაჯერებთ იმ საოცარ დღეებს , რომელიც ხარაგაულელმა ბავშვებმა და კინოქალაქ ,,სინემა“-ს მოსწავლეებმა ერთად გავატარეთ“- ამბობს, პიონერფილმის ხელმძღვანელი, გრიგოლ ჩიგოგიძე.
კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერფილმის" ერთობლივი პროექტია.