სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/295987672_727745061783161_5245200582291431793_n.jpg

ხარაგაული შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს.

წელს პირველად  ფესტივალში  რეგიონები ჩაერთვნენ.

ხარაგაულიდან ფესტივალში  ანსამბლი ,,უბისი“ ( ხელმძღვანელი ზურა გოგოლაძე) და ,,ხარაგაულის ხმები“  (ხელმძღვანელი  მადონა გაფრინდაშვილი) მონაწილეობდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყი როგორც რეგიონების კულტურული შემოქმედება, ასევე   ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ნაწარმი.

  ,,ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. სწორედ ამ ფესტივალის დიდი დამსახურებაა, რომ 2021 წელს ბათუმი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვდა.

ფესტივალის დამაარსებელი და  სამხატვრო ხელმძღვანელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი - ელისო ბოლქვაძე გახლავთ.

საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მეცხრედ მართავს  ,,ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“.

ფესტივალს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.  

 

ნანახია: 429 - ჯერ