სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0059_5.JPG

ხარაგაულის მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა წმ. ნიკოლოზის ტაძრამდე მისასვლელი ახალდრეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან  მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი  ღირებულება 234,444  ათას ლარს შეადგენდა.

დასრულებული პროექტი მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა , მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ვფიქრობ, სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული მიმართულებით. არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი  მოქმედი გახდეს.“

სოფელ მიროწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება.

ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და  ფონდი ,,ქართუს" მიერ რეაბილიტირდა.

ხარაგაულის მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების  აქტიური მუშაოობის შედეგად  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021-22 წლებში ოთხი  პროექტი დაფინანსდა. დასრულების ეტაპზეა ხუნევის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია და  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია.

ხარაგაულის მერიის მიერ  2022 წელს სრიგპ-ს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

 

ნანახია: 443 - ჯერ