ხარაგაულში, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის, ,,რწყილი და ჭიანჭველას“ ამბავს ფილმად იღებენ.
ფილმზე კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღები ჯგუფი მუშაობს.
რწყილის პატარა მეზღაპრე გოგონა ანა ჭუმბურიძე, ხოლო ჭიანჭველას სოლომონ კურტანიძე ასახიერებს.
ფილმის გადაღებაში ჩაერთო კულტურის სამსახურის უფროსი, მსახიობი, ირინე ჩხეიძე.
ეს ის არაჩვეულებრივი ამბავია საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას, რომ გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცის.
თუ ვინ თამაშობს ფილმში ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას ამას ფილმის დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომლის პრეზენტაციაც 30 ივლისს , კინო ქალაქ ,,სინემას”-ს საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.
ინფორმაციისთვის, კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია.
მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრა.