სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141_2.JPG

ცნობილი სოპრანო, ირმა ბერძენიშვილი ხარაგაულში კინო ქალაქ ,,სინემა“-ს ბავშვებს შეხვდა

კინოქალაქი ,,სინემა“ ბავშვებს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს სთავაზობს.

 26 ივლისს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,  ი რ მ ა  ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, კონცერტმაისტერ გვანცა ფუტკარაძესთან ერთად კინო ქალაქი ,,სინემას“ მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის საინტერესო მინი - კონცერტი ჩაატარა.  

ცნობილი სოპრანო, საოპერო არიების შესრულების პარალელურად ბავშვების კითხვებს საინტერესოდ, გულწრფელად და ამომწურავად პასუხობდა.

ირმა ბერძენიშვილი, სოპრანო.

,,ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს პიონერფილმთან , ყოველთვის ვიღებ  მონაწილეობას მათ პროექტებში. მომწონს და მიყვარს მათი აქტივობები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, ბავშვებთან შეხვედრა , რომ მეტი ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი საღამო. ის მთავარი მესიჯები რაც ბავშვებამდე მინდოდა რომ მისულიყო  არის ის, რომ მათი ინტერესი ოპერის მიმართ გაღვივდეს, გაუჩნდეთ სურვილი დაესწრონ ჩვენს წარმოდგენებს. ვფიქრობ, ორმხრივი დიალოგი მნიშვნელოვანია  და დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.“

კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია.

 

ნანახია: 534 - ჯერ