სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_2.png

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ჩრდილში , საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რომელიც სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო.

პროექტები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

ტალახაძეების საუბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.

გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.

ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია.

სამუშაოებს შპს ,,გგ“ შეასრულებს.

ნანახია: 425 - ჯერ