დაბა ხარაგაულის შემოსასვლელში , რკინა - ბეტონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია , ასევე აქტიურად მიმდინარეობს არსებული ბორდიურების დემონტაჟი.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მუდმივ კონტაქტზეა კომპანიის წარმომადგენლობასთან.
,,სამუშაოების ტემპი მზარდია, ხარაგაულის მთავარი ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,new road" -ის ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ- მილ-სადენ - მშენი“ და კომპანია ,,დაგი +“ შეასრულებს. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება , რაც მათ შორის, ბარდიურების დემონტაჟს, გზის მოფრეზვას და რამდენიმე მილხიდის ერთდროულად მშენებლობას მოიაზრებს"- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.