სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0142_1.JPG

დაბა ხარაგაულის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ამ წუთებში დაბის შემოსასვლელში, არსებული მილხიდის დემონტაჟი  მიმდინარეობს.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელის ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში დაიწყება გზის მოფრიზვა და არსებული ბორდიურების დემონტაჟი, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას გზის დაგება მილხიდების მოწყობის პარალელურ რეჟიმში აწარმოოს.

ხარაგაულის მთავარი ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს  კომპანია ,,new road" -ის ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ- მილ-სადენ - მშენი“ და კომპანია ,,დაგი +“  მოახდენს.

კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ , რომ სამუშაოების ტემპი დღითი-დღე გაიზრდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს, მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა ადგილზე მოინახულა.

ნანახია: 597 - ჯერ