სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0095_1.JPG

ხარაგაულში საზაფხულო დღის ბანაკი მიმდინარეობს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , კულტურის სამსახურის უფროსთან , ირინე ჩხეიძესთან ერთად,  მოსწალე-ახალგაზრდობის სახლში,  დღის ბანაკის გახსნას დაესწრო.

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, ბავშვებში დღის ბანაკისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.

,,თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო ბანაკში 30 ბავშვის მიღება, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე რაოდენობა  40 მდე გავზარდეთ.

ბავშვებს  სრული თავისუფლება მივეცით და თვითონ შექმნეს სამოქმედო პროგრამა.

ვფიქრობ, ეს დღეები მათში ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებას, თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას და წარმოჩენას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, გაუჩნდებათ ახალი ინტერესები, გაერთობიან და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.“

ხარაგაულის მერიის დაფინანსებით, დღის ბანაკის მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური ლოგოთი დამშვენებული მაისურები დამზადდა.

მერის პირველმა მოადგილემ,  ბავშვებს მხიარული და შთაბეჭდილებებით სავსე დღეები უსურვა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

 

ნანახია: 786 - ჯერ