პროექტის პრეზენტაცია დღეს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში გაიმართა.
პრეზენტაციას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა განმარტა პროექტი პენსიონერების, შშმ პირებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის სასურველი წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში მიტანას ითვალისწინებს, რისთვისაც ყველა სასოფლო განყოფილებაში ცხელი ხაზი ამოქმედდება.
პროექტის განხორციელება, სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში, დასაქმებული 16 პირის ჩართულობით იქნება შესაძლებელი.
პროექტის მიზნების შესახებ, საბიბლიოთეკო სფეროს წარმომადგენლებს ნანა ლურსმანაშვილი ესაუბრა:
,, პროექტის მიზანია, გაუმჯობესდეს საბიბლიოთეკო მომსახურეობის ხარისხი და გაიზარდოს მკითხველთა რაოდენობა.მოხდეს წიგნის პოპულარიზაცია.გარკვეული კატეგორიის ადამიანებს გაუადვილდეთ წიგნთან და ჟურნალ-გაზეთებთან წვდომა და რაც მთავარია, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ჩართული პირების ფუნქციების გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობა საბიბლიოთეკო მუშაობაში.
პროექტი ,,მოძრავი ბიბლიოთეკა“ ხარაგაულის ყველა სასოფლო ბიბლიოთეკაში ამოქმედდება.
პენსიონერებს, შშმ პირებსა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეეძლებათ დარეკონ ცხელ ხაზზე და მათთვის სასურველი ლიტერატურა და ჟურნალ-გაზეთები თვეში ორჯერ, სახლიდან გაუსვლელად, ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით მიიღონ.
პროექტისთვის, ხარაგაულის ზრდასრულთა ცენტრში - ,,მოძრავი ბიბლიოთეკა“ –ასეთი პრინტით ნაჭრის ჩანთები შეიკერა, რომლითაც წიგნები და ჟურნალ-გაზეთები ადრესატებამდე მივა.