სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0418.JPG

ხარაგაულში ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი იწყება

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

„გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა-PASS” - ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის შესახებაც სრული ინფორმაცია ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, ნანა კიკნაძეს, მერის თანაშემწეს , ჟანა ნემსაძეს და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსს, თეა ბერიძეს მიაწოდეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტი  ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტით მოსარგებლეებს  ასევე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული განათლება მიიღონ და  მცირე გრანტების პროგრამაში ჩაერთონ.

მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე:

,,ვგეგმავთ აქტიურად ჩავერთოთ პროექტში, შევხდეთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური გაძლიერება ესაჭიროებათ და  ძალადობის მსხვერპლნი არიან. მოხდება მათი გადამზადება, შეისწავლიან კონკრეტულ პროფესიას  და გრანტის სახით მიიღებენ დაფინანსებას 1500 ევროს ფარგლებში, რაც ასეთ ოჯახებს კიდევ უფრო გააძლიერებთ.“

ალექსანდრე ქურციკიძე(აფხაზინტერკონტის წარმომადგენელი):

,,პროექტი სამი წელი გაგრძელდება. ძირითადი მიზანია გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა. პროექტი მოიცავს მსხვერპლთა მიმართ იურიდიულ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. ძალადობის განმეორებით თავიდან აცილებას, რათა ამ ტიპის  შემთხვევები  მინიმუმამდე დავიყვანოთ.“

პროექტს  ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, მედიაცენტრი კახეთი და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებს.

 

 

ნანახია: 559 - ჯერ