სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4101.JPG

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობამ, მინი ფეხბურთში  ორგანიზაციებს შორის, სტარტი აიღო. ჩემპიონატში ოთხი გუნდი ჩაერთო.

თამაშები ხარაგაულის მინი სტადიონზე გაიმართა. გულშემატკივრებს შორის გახლდათ მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი.

სპორტისა და კულტურის ცენტრის და კეთილმოწყობისა და დასუფთავების გუნდების შეხვედრა ანგარიშით 9:0 დამთავრდა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და  ხარაგაულის მერიისა გუნდების თამაში 3:2 დასრულდა .

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ფინალი 17 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს სპორტისა და ტურიზმის და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან.

გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.

 

ნანახია: 794 - ჯერ