სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DasdSC0dasd02asd7.JPG

ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან, ერთად სოფელ ქროლსა და ბაზალეთში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

სოფელ ქროლში, 2022-2023 წლების გარდამავალი პროექტი წინსწრებით დასრულდება.

პროექტის ღირებულება 179 ათას 451 ლარია.

სოფელ ბაზალეთში, მესხების უბანში  საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯება.

ხარაგაულის მერია, სამუშაოების მიმდინარეობაზე მუდმივი მონიტორინგს ახორციელებს.

 2022 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზა ხარაგაულის 19 სოფელში რეაბილიტირდება.

 

 

 

ნანახია: 890 - ჯერ