ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში lego robotics mindstorm ev3 სრული კურსი დასრულდა.
სწავლების პერიოდში , ბავშვები პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს ეცნობოდნენ და საკუთარი ხელით რობოტების შექმნაზე მუშაობდნენ.
14 ივნისს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში ჯგუფებთან შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
მოსწავლეები, რომლებმაც lego robotics სრული კურსი გაიარეს გუნდებად დაიყოფიან.
თითოეულ გუნდს თავისი კაპიტანი ეყოლება,რომელსაც დავალებას ინოვაციების ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსი კიკნაძე მისცემს. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი, ხოლო მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი, მსგავსი ღონისძიებებით, ცდილობს თანამედროვე ტექნოლოგიებში ბავშვების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.