სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0091.JPG

ხარაგაულელი ბავშვები საბავშვო მწერალ ვასო გულეურს შეხვდნენ

შეხვედრა საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკაში  ჩატარდა.

საბავშვო მწერალს წმ. ანდრია პირველწოდებულის, მარელისის და  მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ.

ბავშვებმა ვასო გულეურის ლექსები წაიკითხეს და მწერალს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართეს.

საბავშვო მწერალი, ვასო გულეური:

,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან შეხვედრები.მათ ნამდვილად  სჭირდებათ ცოცხალ მწერლებთან ურთიერთობა. ხშირად მათ ჰგონიათ, რომ მწერლები გარდაცვლილები არიან. ძალიან ვცდილობ იცოდნენ ბავშვებმა, რომ დღესაც წერენ ქართველი და უცხოელი მწერლები.მათთან ურთიერთობის შემდეგ ახალი ნაწარმოების და ლექსის იდეა იბადება.  ბევრ რამეს ვსწავლობ ბავშვებისგან და იმედია ისინიც სწავლობენ. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ხარაგაულელ ბავშვებთან და დიდი მადლობა ამისთვის მათ.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე:

- ყველა სკოლა, დაბა და ქალაქი ინატრებდა ვასო გულეურის სტუმრობას. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ მისი მსგავსი საბავშო მწერალი დღეს საბავშვო მწერლებს შორის არ მეგულება.მას ხელს უწყობს შინაგანი  ინტელექტი,მწერლობის და ასევე  ბავშვებთან ურთიერთობის დიდი ნიჭი.  ის ძალიან უყვართ ბავშებს და არა მარტო მათ. ის ისეთი საბავშვო მწერალია, რომელსაც  დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ.

პროექტის ,,შეხვედრა მწერალთან“ ფარგლებში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკა ბავშვებს სხვა მწერლებსაც შეახვედრებს.

 

 

 

ნანახია: 941 - ჯერ