სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1117.JPG

სპექტაკლი - უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლი გამართა.

ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე:

,, თითოეული ჩვენგანი განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

დღეს, ჩვენმა დასმა, ქართველი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი" სოლიდარობის ნიშნად ითამაშა. ამით გვსურდა სიმბოლური ფორმით გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა."

სპექტაკლიდან შემოსული თანხა , უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.

ნანახია: 994 - ჯერ