სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0072.jpg

კობა ლურსმანაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.

 ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა.

33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

 საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო.

გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

 

ნანახია: 972 - ჯერ