სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/200597722_3106544209592731_2058792750332694855_n.jpg

16 აპრილს ხარაგაულის თეატრი თბილისში გეწვევათ

16 აპრილს, ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს ,, იმერული რექვიემი“ თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს.

თეატრი სპექტაკლს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ითამაშებს.

მოწვევა თეატრმა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, რეზო კლდიაშვილისგან მიიღო, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პიესის ავტორია.

სპექტაკლის რეჟისორია  ირინე ჩხეიძე.

მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ირმა სხილაძე, ბექა ხიჯაკაძე.

მისამართი---კოსტავას ქ.N69. მე-2 სასწავლო კორპუსი,მე-3 სართული.

დასაწყისი 17 საათზე.

ნანახია: 1023 - ჯერ