მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვარლამ ჭიპაშვილმა , წარმომადგენლებთან , თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ისაუბრა და მთავარი აქცენტი სოციალურ მიმართულებაზე გააკეთა.
,,მაქსიმალური აქტიურობა გვმართებს , რომ ის სოციალური პროგრამები, რომელიც გვაქვს იმ ადამიანებს შეეხოთ , რომელთაც სჭირდებათ. გთხოვთ მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან , რომ მათი საჭიროებების დაკმაყოფილება შევძლოთ.