სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/277682106_342507227850128_5014099075810356898_n.jpg

ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის ახალი სათამაშო ინვენტარი შეიძინა

ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ,  მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი სათამაშოები, საბავშვო ლიტერატურა და  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო რესურსი შეიძინა.

ხარაგაულის ბაღების გაერთიანება სათამაშოების ფონდის განახლებას ყოველწლიურად აწარმოებს.

საბავშვო სათამაშოების ახალი ფონდი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა უშუალოდ დაათვალიერა და მათ ხარისხს და საგანმანათლებლო დანიშნულებას ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და მეთოდისტთან, თამარ ავალიშვილთან   ერთად გაეცნო.

როგორც მამუკა ჭიპაშვილი აღნიშნავს, შესყიდვისას გავითვალისწინებულ იქნა არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შესყიდული ახალი სათამაშოები ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

სათამაშოები  საბავშვო ბაღებში დღეს გადანაწილდება.

2012 წლიდან დღემდე ხარაგაულის ბაღების გაერთიანებას 27 ათას 723 ლარის ოთახისა და 6700 ლარის ეზო სათამაშოები აქვს შეძენილი.

ნანახია: 931 - ჯერ