სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/275665855_3315307692049714_3152856117986325503_n.jpg

ვარლამ ჭიპაშვილი დიდვაკის, ლეღვნის და მარელისის მოსახლეობას შეხვდა

„სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შეხვედრა  დიდვაკის, ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობასთან გამართა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა მერის წარმომადგენელი ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა მაღრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ვერა ოდიკაძე.

 სოფლის კრებებზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს.

ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალური პროგრამების შესახებ ესაუბრა და  მათ წინაშე არსებული ინდივიდუალური პრობლემები მოისმინა.

მერის პირველი მოადგილის განმარტებით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს,   ინფრასტრუქტურული და  სოციალური მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა და მათზე მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

შეხვედრებზე, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:

 დიდვაკე

გზის მობეტონება კაციტაძეების უბანში.

 პატარა სახვლარი

გზის გაფართოება-გასწორხაზოვნება

წყლის მილების შეძენა

 ლეღვანი

ელექტრო წისქვილის რეაბილიტაცია

წყლის წისქვილის არხის რეაბილიტაცია

მზის სანათების მოწყობა

საცხოვრებელი ბინისთვის სახურავის შეძენა

გზის გასწორხაზოვნება.

მარელისი

წყლის სისტემის მოწყობა ბერაწმინდის უბანში.

ნანახია: 1316 - ჯერ