სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/275594436_698555778132175_8090033719307696886_n.jpg

ევსემ შველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ხარაგაულელი ევსემ შველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატს წინ კიდევ ერთი გამარჯვება უძღოდა. სულ ახალახან, 22 წლის, ხარაგაულელი ევსემ შველიძე , თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ამ გამარჯვებით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ევსემ შველიძე სპორტის ამ სახეობაში 5 წლიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის საქართველოს პრიზიორი, ჭიდაობით მამამ დააინტერესა, და მან მისცა მოტივაცია, გაჰყოლოდა და სერიოზულად მოჰკიდებოდა სპორტის ამ სახეობას. თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრად ოჯახს მიიჩნევს, რომელიც ყველანაირად გვერდით უდგას , რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. დიდი სურვილი აქვს მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი და რაც მთავარია ოლიმპიადა.

რევაზ შერგელაშვილი, მწვრთნელი: ევსემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში პირველი კლასიდან დაიწყო. ის 15 წელია რაც ჭიდაობით არის დაკავებული. თავიდან ევსემს ანზორ მაღრაძე ავარჯიშებდა, მას შემდეგ, რაც მე ჩავუდექი ამ მეტად საპასუხისმგებლო სპორტის სახეობას სათავეში ევსემს მე ვავარჯიშებდი. ევსემი სკოლის დამთავრებამდე ხარაგაულში ვარჯიშობდა. შემდეგ თავისი მიღწევების დამსახურებით საქართველოს ნაკრები წევრი გახდა, რის შემდეგაც თბილისში გადავიდა და ვარჯიში იქ გააგრძელა. იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ თავისი შრომით გახდა იგი 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი,ახლა კი ევროპის ვიცე - ჩემპიონი. ევსემი ჯერ ახალგაზრდაა, მას ქვს საუკეთესო მონაცემები, რომ დიდ ჭიდაობაში თავისი სიტყვა თქვას.

ვულოცავთ ევსემს და ვუსურვებთ წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატზე.

ნანახია: 1368 - ჯერ