სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1413076319152119_1.jpeg

აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, აკაკი ლურსმანაშვილი წარადგინა.
 
 როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, აკაკი ლურსმანაშვილი პროფესიით ეკონომისტია,წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებით და აღნიშნულ თანამდებობაზე  პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა  და გამოცდილების გათვალისწინებით შეირჩა.
 
ვარლამ ჭიპაშვილი: 
 
 ,,აკაკი ლურსამანაშვილი ერთ-ერთი კვალიფიციური კადრია. ის ყველა სამსახურში ღირსეულად და  კეთილსინდისიერად საქმიანობდა. დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს. 
 
ვგეგმავთ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფრო გაძლიერებას. ეს  საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახურია.
 
 მათი ვალდებულებაა,  განახორციელონ საბიუჯეტო ორგანიზაციების აუდიტორული შემოწმება რეკომენდაციების გაცემის მიზნით და ამ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შესაფასებლად  წარმართონ  მონიტორინგის პროცესებიც. 
 
ჩვენი  საქმიანობის მთავარი  მიზანია, რომ საბიუჯეტო სახსრები  დაიხარჯოს კანონიერად,ეფექტურად და მოსახლეობის ინტერესების  შესაბამისად."
 
 
ნანახია: 883 - ჯერ