სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/275118310_3310479865865830_4893516072074776197_n.jpg

'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში ვერტყვიჭალის, ვერტყვილის,ხუნევის, ბჟინევისა და გედსამანიის მცხოვრებლებს შეხვდა.
ვარლამ ჭიპაშვილმა ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლენა აბაშიძესთან და მერის წარმომადგენელთან ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახა ლომიძესთან ერთად ყურადღებით მოისმინა მოსახლეობის ხედვები, სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით.
კრებაზე, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე,განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები ღია კენჭისყრით შეირჩა.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია , მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე , ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას განახორციელებს.
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
 
,, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა.ნებისმიერი საკითხი და პრობლემა ,რომელიც საბიუჯეტო სახსრებით უნდა მოგვარდეს მოსახლეობის მიერ უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შერჩეული."
მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება:
ხუნევი - სასაფლაოს და ამბულატორიის ეზოს შემოღობვა, ხიდ-ბოგირის შეკეთება, გარე განათების სისტემისა და კალოს უბანში სანიაღვრეს მოწყობა;
ვერტყვიჭალა - გოგოლაძეების უბანში გზის მობეტონება, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღობის შეკეთება, სოფლის ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხის გაკეთება, გარე განათების სისტემის მოწყობა;
ბჟინევი - სასაფლაოს შემოღობვა;
ვერტყვილა - გარე განათების სიტემისა და სანიაღვრე არხის მოწყობა, საყრდენი კედლის აშენება, სასაფლაოს შემოღობვა;
გედსამანია - წყლის სათავე ნაგებობის შეკეთება, ეკლესიის შემოღობვა, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა, რიკაძეების საუბნო გზის შეკეთება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 14 მარტს დასრულდება.
მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.
ნანახია: 676 - ჯერ