სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-16%2021142911.png

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვალს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,ვფიქრობ, მოსახლეობა სწორად მოახდენს თავიანთი საჭიროებების იდენტიფიცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები დადებითად გადაწყვიტონ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის გასულ წელს 890 000 ლარი

გამოეყო, რომლითაც 148 პროექტი განხორციელდა.

მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მიიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროგრამაზე, თანადაფინანსების სახით, მერიამ 193 000 ლარი გამოყო.

საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 58 დასახლებაში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა; მოეწყო გარე განათების სისტემა-32 პროექტი; სასმელი წყლის სისტემა-41 პროექტი; სხვადასხვა კატეგორიის- 19 პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ყველა მოვუწოდებ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს სოფლის კრებებში“.

 

პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

ხუნევი - 11:00

გედსამანია - 12:00

ვერტყვიჭალა - 16:00

ბჟინევი - 14:00

ვერტყვილა - 15:00

ხევი - 11:00

წაქვა - 12:00

გრიგალათი - 13:00

ციცქიური - 14:00

 

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:

სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებიობები, ჭა )

სარწყავი სისტემები

ნაპირსამაგრი სამუშაოები

გზები და გზისპირა მოსაცდელები

ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები

გარე განათება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

 ამბულატორიის შენობები

სასაფლაოების შემოღობვა  და კეთილმოწყობა

სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი

სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით

წისქვილების რეაბილიტაცია

მინიჰესი

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებლები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 890 ათასი ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 

 

ნანახია: 558 - ჯერ