სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0030.jpg

კობა ლურსმანაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ახალი წელი მიულოცა

წინასაახალწლოდ ხარაგაულში სოციალური კამპანია ,,სიკეთის ახალი წელი“ მიმდინარეობს.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, სოფელ ჯაფაროულში მცხოვრებ თინიკო გლუნჩაძეს ესტუმრა, საახალწლო ნობათი გადასცა და დამდეგი 2022 წელი მიულოცა.
თინიკო გლუნჩაძე მერიის სოციალური პროგრამის მოსარგებლეა და მას უკვე ათი წელია გადაადგილება არ შეუძლია.
 კობა ლურსმანაშვილმა, მას კიდევ ერთხელ, სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
კობა ლურსმანაშვილი:
,,მერია გამოხატავს სრულ თანადგომას, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ. სწორედ ამიტომ 2022 წლისთვის ჩვენ გავზარდეთ იმ სოციალური პროგრამების დაფინანსება , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს პასუხობს."
ნანახია: 1062 - ჯერ