სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/257524732_422181582845962_5958487872807517598_n.png

როგორია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი აქცენტები

ხარაგაულის მერიამ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.  სხდომას ესწრებოდა  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტში კვლავ პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება, განათლება და კულტურის  სფერო.

,, თითოეული პროექტი, რომელსაც ბიუჯეტში განვსაზღვრავთ  მოსახლეობის ინეტერესებზე იქნება მორგებული, სადაც მაქსიმალურად იქნება მათი მოსაზრებები გათვალისწინებული.

მერის , კობა ლურსმანაშვილის გადაწყვერტილებით, გაიზარდა სოციალური ხარჯები. ბიუჯეტის პროექტში სოციალურ სფეროზე უპრეცედენტო თანხებს, მილიონ ხუთასი ათას ლარამდე, ვითვალისწინებთ.

 დამატებითი თანხები ჩავდეთ ასევე  სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  სოფლებში ჭაბურღილები მოეწყობა.

2022 წელს ხარგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც 150 000 ლარით დაფინანსდა ,  პროექტის ფარგლებში მოსახლეობამ თავად შეარჩია პრიორიტეტული პროექტები, რომლის ფარგლებში შვიდი პროექტი განხორციელდება და ეს პროექტები უკვე ასახულია 2022 წლის ბიუჯეტში.

ასევე გაზრდილია თანხები სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ პროგრესია წინა წლებთან შედარებით.

მინდა აღვნიშნო, რომ მერმა და მერიის სამსახურებმა სრული დატვირთვით იმუშავეს. სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება ჰქონდა ყველა სამსახურს, პოლიტიკური თანამდებობის პირს და  საკრებულოს წარმომადგენელს.”

მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი  მოსახლეობას, საკრებულოს წარმომადგენლობას და ოპოზიციური პარტიების წევრებს მოუწოდებს  აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის პროექტის  განხილვაში.

,,მოსახლეობაში გასვლა პანდემიის პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია გაჭირდეს, თუმცა შესაძლებელია მოგვმართონ წერილობით, მოვიდნენ მერიაში, ან მოგვწერონ ონლაინ, ყველას მოვუსმენთ. ველოდებით მოსაზრებებს , რომელიც იქნება დასაბუთებული.

მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის, გამოვცხადდეთ კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე და გავცეთ პასუხები. 

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ჩაერთონ პროექტის განხილვაში, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, რომ არ იყოს დაუსაბუთებელი, არასამართლებრივი პრეტენზიები სხვადსხვა საბიუჯეტო საკითხთან და პროექტებთან დაკავშირებით.

ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის წინაშე. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე."

თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს დაევალათ.

   ბიუჯეტის პროექტს და პრიორიტეტების დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის ვებ გვერდზე Kharagaulinews.gov.ge

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 

2022-2025 წლების პირველადი პრიორიტეტების დოკუმენტი

პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

 

 

 

ნანახია: 1204 - ჯერ