სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_75.jpg

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!

 

 საქართველოში რამდენი სოფელია, სადაც 82 კაცზე ნაკლები, ან ცოტათი მეტი ცხოვრობს...

 ანუ გამოდის რომ ყოველდღიურად ერთ პატარა სოფელს ვკარგავთ!...

 ხალხო, როდემდე ვუყუროთ ამ საშინელებას,

 ვის ვეჯინებით,

 რას ველოდებით,

 რა მოგვდის,

ნუთუ თქვენს გვერდით არ არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამტკიცებდნენ არ ავიცრითო და დღეს სამწუხაროდ აუცრელობით გარდაიცვალნენ?

 ნუთუ ასე დაყრუვდით და დაბრმავდით, რომ ისევ უსაფუძვლო მიზეზებს ეძებთ, თუ რატომ არ უნდა აიცრად?

დღემდე რომ მოვსულიყავით, რამდენ ტანჯვას და წამებას გაუძლო ქვეყანამ...

 რამდენი ომი და უბედურება გადაიტანა...

 რამდენი ჩვენი წინაპარი შეეწირა ჭირსა თუ პანდემიას, იმის გამო, რომ წამალი არ არსებობდა და მოვედით აქამდე...

 და თქვენ რას აკეთებთ... დღეში 82 კაცს ვკარგავთ, და კიდევ ვეძებთ მიზეზებს და ელოდებით?

რას ელოდებით!!!!

 თუ შენ საქართველო და ქართველი ხალხი გიყვარს,

აიცერი და  მოუწოდე სხვასაც!!!!

 

პოსტს სოციალურ ქსელში ა(ა)იპ  ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი აქვეყნებს.

ნანახია: 747 - ჯერ