სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/615c22e647f8b.jpg

ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა. კერძოდ , დღეიდან 200 ლარიან, ერთჯერად საპენსიო  დანამატს მიიღებს თითოეული  პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას  1 იანვრამდე  ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

 1 დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი.

რას_ნიშნავს_მწვანე_პასპორტი?

 პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ. ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლამდე ასაკის ზემოთ.

1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებზე.

კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინააციის სააგიტაციო ღონისძიებები.

ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ეს ნებაყოფლობითი პროცესია. ის არის გამოსავალი ვაქცინაციის დასრულების, აცრა გვიცავს სიკვდილისგან.  - განაცხადა პრემიერ მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნანახია: 1232 - ჯერ