სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/255252958_936424683959751_815208585542037023_n.jpg

ხარაგაულში 14 საჯარო სკოლა კვლავ დინსტანციურ სწავლებაზე რჩება

სწავლა ხარაგაულის საჯარო სკოლებში კიდევ ერთხელ გადაიდო

,,ჯანმრთელობას გისურვებთ, მესამე ვადით გადაიდო სწავლა სკოლებში, ისევ ცარიელი საკლასო ოთახები და პანდემია, რომელიც ჩვენთან რჩება, გავრცელება არ იკლებს” - განცხადებას სოციალურ ქსელში , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე აკეთებს.

ხარაგაულის 25 საჯარო და 1 კერძო სკოლიდან დღეს დისტანციურ სწავლებაზეა 14 საჯარო სკოლა, სადაც  სწავლას 15 ნოემბერს განაახლებენ.

ეს სკოლებია:

დაბის N2 საჯარო სკოლა;

დაბის N3 საჯარო სკოლა;

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია;

საღანძილის საჯარო სკოლა;

მარელისის საჯარო სკოლა;

ლეღვნის საჯარო სკოლა;

მოლითის საჯარო კოლა;

ვახანის საჯარო სკოლა;

ზვარის საჯარო სკოლის;

კიცხის საჯარო სკოლა;

ლაშის საჯარო სკოლა;

ბაზალეთის საჯარო სკოლა;

უბისის საჯარო სკოლა;

ვაშლევის საჯარო სკოლა.

 

ნანახია: 1340 - ჯერ