სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/254293559_379344337208749_2648948615500667807_n.jpg

მაქვს ამბიცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხიდარი ერთ-ერთი მოწინავე სოფელი იყოს - გივი დოლიკაშვილი

ხიდრის  ადმინისტრაციულ ერთეულში  მერის წარმომადგენლად გივი დოლიკაშვილი დაინიშნა. იგი ამ დრომდე ამავე თემში მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა.  გივიმ საშუალო  სკოლა   ხიდარში   დაასრულა, შემდეგ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატყეო საქმის  სპეციალობით  სწავლობდა. ამჟამად კი ამავე  უნივერსიტეტში  აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტია.  თამამად  შეიძლება  ითქვას,  რომ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კადრებს   გზა  ფართოდ  ეხსნებათ,  ამის  დასტურია  ისიც, რომ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში   მერის,  კობა  ლურმანაშვილის, გადაწყვეტილებით,  საჯარო  სამსახურში  ოცამდე  ახალგაზრდა  შეუდგა  საქმიანობას.

ის  საკმაოდ  აქტიური,   მიზანსწრაფული  და მოტივირებული   ახალგაზრდაა.  რაც  მთავარია,  ძალიან  უყვარს  თავისი  სოფელი  და  კარგად  იცნობს იმ საჭიროებებს  და  მოთხოვნებს , რაც სოფლის  მოსახლეობას გააჩნია.  ამბობს,  რომ  კომპეტენციის ფარგლებში  მზადაა,  დაეხმაროს  თითოეულ  მოქალაქეს.  აქვს  ამბიცია,  რომ მუნიციპალიტეტის  მასშტაბით,  ხიდარი   ერთ-ერთი  გამორჩეული  და  წარმატებული  სოფელი  იყოს.   უფრო  ვრცლად  სამომავლო  გეგმებთან  დაკავშირებით,  გივი    პირადად  გვესაუბრება:       

 „პირველ  რიგში,  მადლობა   მინდა,  გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობა ლურსმანაშვილს გამოცხადებული ნდობისა  და  მხარდაჭერისათვის.  მზად ვარ,  თავდაუზოგავად ვიშრომო და ბევრი  კარგი  საქმე  გავაკეთო   მოსახლეობისათვის.  ხარაგაულელებს  ნამდვილად პროფესიონალი და გულისხმიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელთაგანაც ბევრს ვსწავლობ.  მჯერა,  რომ მომდევნო  წლები  ხიდრისათვის  ახალი  შესაძლებლობების  გამოვლენის წლები  იქნება  და  მიხარია,  რომ  ამ  კარგი  საქმეების  თანამონაწილე  ვიქნები. 

გივი, უკვე  რამდენიმე  თვეა,  მეტად  საპასუხისმგებლო  თანამდებობას  იკავებთრა  არის  თქვენს  საქმიანობაში  ძირითადი  პრიორიტეტი?

-ძირითადი  პრიორიტეტი მოსახლეობა  და  მათი  ინტერესების  დაცვაა. ნებისმიერ  ჩემს  გადაწყვეტილებას  დიდი პასუხისმგებლობით  ვეკიდები  და  ყოველდღიურ  რეჟიმში ვცდილობ,  გავეცნო  ადგილობრივების პრობლემებს.  ჩემი  სურვილია, რაც  შეიძლება  მეტი  კმაყოფილი  მოქალაქე  იყოს  და  ხიდარი  კიდევ  უფრო  მეტად  განვითარდეს. ასეთ  საპასუხისმგებლო  თანამდებობაზე  საქმიანობა  სწორედ  ხიდრის  სიყვარულმა  გადამაწყვეტინა. მსურს,  მცირედი  წვლილი  შევიტანო იმ  სოფლის  განვითარებაში,  რომელიც  ჩემთვის  მართლაც  ძალიან ძვირფასია.  

 -როგორც  ვიცით,   ბოლო პერიოდში  ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში საკმაოდ  მასშტაბური  პროექტები  განხორციელდაუფრო  ვრცლად  გვესაუბრეთ  ამის  შესახებ.

-მიხარია,  რომ  დღეს  გვაქვს  სრულიად  განსხვავებული სოფელი,   ვიდრე    ცხრა  წლის  წინ  იყო.  მას  შემდეგ,  რაც  ხელისუფლებაში  ,,ქართული  ოცნება“  მოვიდა,  ხიდრის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მართლაც  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტები  განხორციელდა.  მოასფალტდა სოფელში შესასვლელი 5-კილომეტრიანი გზა,  რომელიც  იყო  ურთულეს  მდგომარეობაში.  ალბათ  ვერც  ვიფიქრებდით,   თუ ოდესმე  აქ  ასფალტი  დაიგებოდა, მაგრამ დღეს  ყველა ვხედავთ,  თუ  როგორი  კეთილმოწყობილი  გზით  სარგებლობს   მოსახლეობა. აიგო   ასევე  დაწყებითი  სკოლის  ახალი  შენობა, რომელიც  აღიჭურვა  ახალი  ინვენტარით,  თანამედროვე  სტანდარტების  შესაბამისი  საბავშვო ბაღი,  სარიტუალო  სახლი,რეაბილიტირდა  საექიმო  ამბულატორია.  ბეტონის  საფარი  დაიგო  რამდენიმე  უბანში, მათ  შორის,  აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძისა  და  ჯორტების  უბნებში.  სისტემატურად  ხდება რიგ  უბნებში  გზების  შეკეთება. სამომავლოდ  ამ  მონაკვეთებზეც   ბეტონის  საფარი  დაიგება. მოსახლეობა  ითხოვს  გაზიფიცირებას.  ამ  საკითხზე  ვიმუშავებთ  აქტიურად.  რადგან  გაზიფიცირებულია  კიცხის  თემი,  გაცილებით  ადვილია  ხიდარში  მაგისტრალის მშენებლობა.  ჩემი  მხრიდან  ამ  საკითხს  ყურადღება  არ  დააკლდება,   სოფლის  ყველა  მოთხოვნას  აქტიურად  დავაყენებ  შესაბამის  სამსახურებთან  და  პასუხისმგებელ  პირებთან.

აქვე  დავამატებ,  რომ  ,,სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში,   ხიდარში  ყოველწლიურად ეფექტურად   ხორციელდება  მცირე  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები,  რომლებსაც  მოსახლეობა თავად  ირჩევს.   

   -რა  არის  ის  ძირითადი  პრობლემებირომლებიც  ხიდრის  მოსახლეობას  აწუხებს?

-ადგილობრივები ძირითადად მოგვმართავენ სოციალურ  საკითხებზე.  ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ამ მიმართულებით  მერიაში  შესული განცხადებები სრულად დაკმაყოფილდა და მოქალაქეებს  გაეწიათ შესაბამისი დახმარება. მინდა  ვთქვა, რომ  ხარაგაულის  მერიას  აქვს  ძალიან  კარგი  სოციალური  პროგრამები,   რომლითაც  მოსახლეობა  სისტემატურად  სარგებლობს,    მათ  შორის - ხიდრიდან.  ერთჯერად  ფინანსურ  დახმარებას  ვუწევთ  ასევე  იმ  ოჯახებს,  რომლებიც  არიან  უკიდურესად  გაჭირვებული.  პრობლემებია  სოციალური   შემწეობის დანიშვნის კუთხით. ვფიქრობ, ქულების დათვლის მექანიზმი შესაცვლელია,  თუმცა,  სამწუხაროდ,  ამ საკითხის მოგვარება  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის.  საუბარია,  რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ ცვლილება  განხორციელდეს და შეფასების სისტემაში მერის წარმომადგენლის ან დეპუტატის  აზრის გათვალისწინება მოხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საკმაოდ სოლიდური თანხები  იხარჯება,  აქაც გვაქვს პრობლემები,  თუმცა  ყველაფერი  დაძლევადია. 

-გვესაუბრეთ სამომავლო  გეგმებზე.

-ჩემი  სამომავლო  გეგმაა,  რაც  შეიძლება, მეტი  ინფრასტრუქტურული  პროექტი  განხორციელდეს  ხიდრის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  და  მაქსიმალურად  მოხდეს  სოციალური  საკითხების  დაძლევა. მაქვს  ამბიცია,  მუნიციპალიტეტის  მასშტაბით  ხიდარი  იყოს ერთ-ერთი  მოწინავე სოფელი  და  განხორციელდეს  ისეთი პროექტები,  რომლებიც  სოფელს   გახდის უფრო ცნობადს.  კარგი  იქნება,  თუ  ტურიზმის  განვითარების  კუთხით  გადაიდგმება  ქმედითი  ნაბიჯები.   ამის  რესურსი  არსებობს,  რადგან სოფელს   ესაზღვრება ისეთი  ულამაზესი  და მნიშვნელოვანი ადგილი,   როგორიც  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია. ვფიქრობ,  ყოველივე  მოსახლეობას  საშუალებას მისცემს, აწარმოოს მცირე ბიზნესი.  ეს ეხება საოჯახო სასტუმროებს,  ნატურალური პროდუქტების  რეალიზებას და სხვა. 

მჯერა,  ერთობლივი  ძალებით ყველა პრობლემის დაძლევა მოხერხდება  და  თითოეული ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჩემთვის ნამდვილად  დიდი პატივია, ვიყო იმ სოფლის წარმომადგენელი,  სადაც  დავიბადე  და  გავიზარდე.    შევეცდები,  გავამართლო  გუნდის  ნდობა,  რომელმაც  მხარდაჭერა  გამომიცხადა  და ღირსეულად  ვემსახურო  ხიდარსა  და  ხიდრელებს.

ნანახია: 3044 - ჯერ