სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd6a4sd65asd_1.jpg

რომელმა პროექტებმა გაიმარჯვეს სამოქალაქო ბიუჯეტი კონკურსში

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული  სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა

კონკურსში 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

 სულ1076 ხმა შემოვიდა  ,  ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 14,3% ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მოწყობის იდეამ  მიიღო.

კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე 12,2 % - ით გადავიდა პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი სოფლად’’ , აღნიშნული იდეის ფარგლებში სოფელ ვერტვიჭალაში მინი მოედანი მოეწყობა.

ხმების 11,6 % -ით მესამე ადგილი ერგო იდეას “ხარაგაული ჩაიფიქრე”, რომელიც ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მოწყობას ითვალისწინებს.

მეოთხე ადგილზე 9, 3 % -ით  “ლილეს წყარო’’-ს  პროექტი გავიდა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა  ფრენბურთის მოედნის მშენებლობის იდეა. აღნიშნულმა პროექტმა ხმების  9,3% - ი დააგროვა.

ხმების 8,6 % - ი მიიღო სოფელ ღორეშაში ხელოვნურ საფარიანი  მინი მოედნის მოწყობის იდეამ.

7,3 % - ი საპროექტო იდეამ, რომელიც სოფელ ფარცხნალში დევდარიანების და ლეჟავების უბანში,  წყლის ჭაბურღილის მოწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 დაფიქსირდა აქტივობის ძალიან კარგი მაჩვენებელი, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.

ხარაგაულის მერია, პროექტს  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების 

(GIZ) მხარდაჭერით ახორციელებდა.

#Giz #GGLD #GermanCooperation DEGE

 

 

ნანახია: 1351 - ჯერ