სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/unnamed%20(1).jpg

ხარაგაულის საკრებულომ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების ანგარიში განიხილა

ხარაგაულის საკრებულომ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების ანგარიში განიხილა

1 ნოემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და  დეპუტატების ერთი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ.

სხდომაზე მერიამ საკრებულოს ორი საკითხი წარუდგინა განსახილველად:

პირველი საკითხი გახლდათ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის  შესრულების ანგარიში, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა დეპუტატებს.

ხოლო მეორე, მერიაში მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია. საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ გააცნო დეპუტატებს. 

მომხსენებლის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით,  2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში  8 018, 9 ათასი ლარით განისაზღვრებოდა, თუმცა განვლილ 9 თვეში განხორცილებული ცვლილებების შედეგად  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი     9 892,9 ათასი ლარით გაიზარდა.  მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შემოსულობების მატება    გასულ  წელთან  შედარებით  გამოწვეულია ორი მიზეზით -  სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების  და საკუთარი  შემოსულობების გაზრდით.  შესაბამისად,  მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში  მუნციპალიტეტმა მიიღო   12 863,9 ლარის შემოსულობები, რაც დაგეგმილის 88,4%-ია. 

სახელმწიფო  ბუჯეტიდან  მისაღები ტრანსფერები 9 თვეში დაგეგმილი იყო  8 035,9 ათასი ლარით თუმცა მიღებული იქნა  6 187 ,2 ათასი ლარი, ანუ დაგეგმილის 77%.   როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიზნობრივი ტრანსფერი, სრულად მიღებულია, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან,  გამოყოფილი კაპიტალური  ტრანსფერი კი - ნაწილობრივ.   

 ტრანსფერების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია იმით, რომ   დაგეგმვა და ვალდებულებების აღება   ხდება დადებული ხელშეკრულებების  მიხედვით, ხოლო თანხის დარიცხვა   ფაქტიურად  შესრულებული სამუშაოების მიხედვით ხდება.

რაც შეეხება  მუნიციპალიტეტის 9 თვის საკუთარი შემოსულობების გეგმას. მომხსენებლის ინფორმაციით   საკუთარი შემოსულობების გეგმა შესრულებულია 102,6%-ით. 

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი   2021 წლის  დამტკიცებული ბიუჯტით განისაზღვრებოდა  9 090, 1 ათასი ლარით. ცვლილებების შედეგად,   დაზუსტებული ბიუჯეტი განისაზღვრა 21 795,5 ათასი ლარით.  მიმდინარე წლის   საანაგარიშო პერიოდში (9 თვე) ბიუჯეტი  გადასახდელების ნაწილში შეადგენს  18 002,1 ათას ლარს და   ფაქტიურად გაწეულია  13 948,8  ათასი ლარი, შესაბამისად გადასახდელები დაფინანსებულია  77,5%-ით.

 

ნანახია: 422 - ჯერ