სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0500.JPG

მერის მოადგილემ სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებულ პროექტზე ხარაგაულის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა და შემსრულებელი კომპანია გამოავლინა. 

 სოფელ დეისში მიმდინარე სამუშაოები დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა.

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი

,,კომპანიას, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ვერ განახორციელა სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულება შეუწყდა. ხარაგაულის მერიამ გამოაცხადა ახალი ტენდერი და  გამოავლინა შემსრულებელი კომპანია, რომელმაც აქტიურად დაიწყო სამუშაოები და პროექტს ვადებში დაასრულებს.“

 პროექტი, რომლის ფარგლებში სოფელ დეისში, გზის 1800 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება რეგიონული განვითარების ფონდიდან 344 ათასი ლარით ფინანსდება.

დეისის გზის რეაბილიტაცია ,,გაცოცხლებული პროექტებიდან“  ერთ-ერთია. 2021 წელს ათი ინფრასტრუქტურული პროექტი განახლდა,  მათგან 8 უკვე დასრულდა, ხოლო სოფელ დეისის და სარგვეშის გზის რეაბილიტაცია  განხორციელების ეტაპზეა.

,,ხარაგაულის მერიამ შეძლო  2018-2019 წლებში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა ეს პროექტები მოქმედებაში მოგვეყვანა“ - აცხადებს დავით დევდარიანი.

სოფელ დეისში სამუშაოებს შ.პ.ს. „გგ“ ასრულებს.

ნანახია: 517 - ჯერ