სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/114asd5gsdgf5aefasf45.JPG

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ბიუროს წევრებმა ინვენტარიზაციისა და  9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ბიუროს წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა.

საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ინვენტარიზაციის კომისია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან“ ერთად მუშაობს.  თითქმის დაასრულა ოთხასამდე ობიექტის დარეგისტრირება, ძირითადად, ესენია გზები, ხიდები და ხიდ-ბოგირები. ინვენტარიზაციის პროცესში ბევრი მოძველებული ინვენტარი გამოვლინდა, რომელთა ჩამოწერა აუდიტის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე მოხდება. ძირითადი საქმე გაკეთებულია და კომისია ცდილობს მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია დროულად დასრულდეს.“

სხდომაზე ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2021 წლის 9 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯტის შემოსულობები    17 911,8   ათასი ლარს შეადგენს, ხოლო  მიმდინარე წლის  იანვარ-სექტემბრის  თვის  ბიუჯეტის შემოსულობები  14 552,8  ათასი ლარით განისაზღვრა. გადასახადებში  საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი 5 599,5  ათასი ლარიდან მიღებული აქვს 5 793,4  ათასი ლარი.          სახელმწიფო  ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები  ცხრა  თვეში დაგეგმილი იყო     8 035,9  ათასი ლარი,  მიღებულმა ტრანსფერმა კი  6 187,2  ათასი ლარი შეადგინა.  

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი  კაპიტალური ტრანსფერი  დაგეგმილი 7 574,3   ათასი ლარის ნაცვლად   5 725,6  ათასი ლარი მიღებულია. მათ შორის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებულია  3 496,7 ათასი ლარი; სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან  - 858,5 ათასი ლარი; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან - 650,0 ათასი ლარი; სპეციალური ტრანსფერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ  - 683,9 ათასი ლარი, ხოლო სკოლების რეაბილიტაციისათვის 36,5 ათასი ლარია მიღებული.

9 თვის  ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.

 

 

ნანახია: 857 - ჯერ